გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოფორმატის რეჟიმში გაიმართა, ჩინეთისა და აშშ-ის ელჩებს შორის შელაპარაკება მოხდა მას შემდეგ, რაც გაეროში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ჩინეთმა მსოფლიოს პანდემია მოსდო.
„კმარა! მსოფლიოში ისედაც საკმარისი პრობლემები შექმენით. სანამ სხვებისკენ თითს გაიშვერთ, მითხარით, რა არის აშშ-ში 7 მილიონი ინფიცირებულისა და 200 ათასი გარდაცვლილის მიზეზი?“ – განაცხადა გაეროში ჩინეთის ელჩმა აშშ-ის ელჩის განცხადების საპასუხოდ.
ჩჟან ცზიუნმა ასევე დაადანაშაულა ოფიციალური ვაშინგტონი დეზინფორმაციის ვირუსის გავრცელებაში.
„ეს არ გადაჭრის პრობლემებს. შეწყვიტეთ ვირუსის პოლიტიზება და მოიქეცით ისე, როგორც ზესახელმწიფოს შეეფერება“, – დასძინა გაეროში ჩინეთის ელჩმა.
22 სექტემბერს გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერომ ჩინეთს პასუხი უნდა აგებინოს კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისთვის.
“იმედი”