ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.
ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის, “ვიესნას“ ინფორმაციით, პოლიციამ 200-მდე დემონსტრანტი დააკავა.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია გუშინ გაიმართა და ის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.
“ინტერპრესნიუსი”