“ფანტაზიის უფლება მომეცით: ბიძინოვსკიმ რომ ზურაბ აბაშიძე ჩემით შეცვალოს…” – გულბაათ რცხილაძე

“ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორი პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ღამეა და ფანტაზიის უფლება მომეცით: ბიძინოვსკიმ რომ ზურაბ აბაშიძე ჩემით შეცვალოს (“აჰააა, გულბაათი თურმე რაზე ოცნებობს! იმიტომ აკრიტიკებს ქოცებს!” – ვინც არ მიცნობთ, დაე, ასე ჩათვალეთ – მკიდია!), უაღრესად “კაბინეტური” მდგომარეობიდან გამოვიყვან სპეცწარმომადგენლის თანამდებობას – დავიწყებ აქტიურ მუშაობას რუსულ მასმედიასთან, რომლის საშუალებით რუსულ საზოგადოებას დაახლოებით 30 წლით დაგვიანებულ ფრაზას ვეტყვი:

“ჩემი მანდატის ძალით, საქართველოს სახელით მადლობას ვუხდი რუსეთს, ისტორიულად საქართველოს გადარჩენისათვის და გამთლიანებისთვის! მრავალი საუკუნის მანძილზე ჭირგამოვლილი, მებრძოლი, ქრისტიანი ქართველი ერი რუსეთის სიკეთეს არ დაივიწყებს! ისევე, როგორც დიდ რუს ერს არ ავიწყდება უამრავი ქართველის მიერ რუსეთისთვის გაღებული მსხვერპლი! ეს გარემოება უნდა გახდეს ჩვენი მომავალი მეგობრობის საფუძველი!”

ეს არის დიპლომატიის დასაწყისი. ეს სიტყვები უნდა ჩაწერილიყო 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის პრეამბულაში, ნაცვლად “რუსულ ოკუპაციაზე” (ჯერ კიდევ მაშინ იყო ჩვენში “მიშა”!) ლაყლაყისა.

ეს ჯერ არავის უთქვამს, ეთქვა თუნდაც ნანი ბრეგვაძეს, ბუბა კიკაბიძეს, ზურაბ წერეთელს, უამრავ გამოჩენილ, რუსეთში და სწორედ რუსეთში პატივცემულ ქართველს! თუ გინდათ, ახლა თქვით – საქართველოს ინტერესების + ისტორიული სიმართლის გამო უნდა ითქვას ეს!

წყარო