ქოცნება სპორტსმენებმა დაღუპეს, დარწმუნებულნი ხართ? თუ პოლიტ-მეტრაკეებმა? – გულბაათ რცხილაძე

“ევრაზიის ინსტიტუტის” დირექტორი, პოლიტოლოგი, გულბაათ რცხილაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ნორმალური აზროვნების სპორტსმენი გირჩევნიათ თუ ყეყეჩი იურისტი? პარლამენტშიც? მაშინ რა ამბავი ატყდა ქოცების სიაზე, რამდენი სპორტსმენი ჰყავთ სიაშიო – ის სპორტსმენები კობახიძეს მაინც არ სჯობიან? ქოცნება სპორტსმენებმა დაღუპეს, დარწმუნებულნი ხართ? თუ პოლიტ-მეტრაკეებმა? ახლა კი ერთსაც ვიტყვი: ორიოდე დღის წინ “სოციალ-დემოკრატებმა”, ანუ პროფესორმა გია ჟორჟოლიანმა წარადგინა ამ პარტიის საარჩევნო სია – სულ უნივერსიტეტის პროფესორები, უკლებლივ! აი ახლა ვნახო ერთი, ვინც წუწუნებდით სპორტსმენებზე, როგორ შეიძლება პარლამენტშიო, რამდენი თქვენგანი მისცემს ხმას პროფესორების პარტიას! :დდდ

წყარო