რუსეთის მედია: აფხაზეთის თავზე ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი შენიშნეს

აშშ-ს საჰაერო ძალების ექსპერიმენტული სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც აფხაზეთის თავზე დაფრინავს.

 

 


აშშ-ს საჰაერო ძალების Bombardier Challenger 650 ექსპერიმენტული ელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი შენიშნეს აფხაზეთის თავზე.


ცნობილია, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი კუდის ნომრით 488CR და ნიშანი DAGGER1 ცაში ავიდა მოსკოვის დროით დილის 10.30 საათზე. იგი აფრინდა რუმინეთში მიხეილ კოგალნიკეანუს სახელობის აეროპორტიდან.
ამის შემდეგ, ის აფხაზეთის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს.
Bombardier Challenger 8992 მეტრზე დააფიქსირეს. მას აქვს ორი რეაქტიული ძრავა და შეუძლია საათში 728 კილომეტრამდე სიჩქარე განავითაროს.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

“თვალსაზრისი”