დაწყებითებსაც დაკეტავენ არჩევნების მერე. ეხლა არ უნდათ გაგიჟებული მშობლების ტალღა !

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც სწავლა სკოლებში განახლდება მხოლოდ 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის, მაღალი კლასების მოსწავლეები და სტუდენტები ისევ დისტანციურ რეჟიმში განაგრობენ:

“ჰმ … ანუ მაღალ კლასელებს ნაკლები შეგნება აქვთ ვიდრე დაწყებითებს და ისინი არ ჩლუნგდებიან, როცა პიჟამოთი, პირდაუბანელი, ლოგინიდან ერთვებიან ამ ვითომ გაკვეთილებს !

ვნახოთ ვნახოთ მშობლების რეაქცია ! დაწყებითებსაც დაკეტავენ არჩევნების მერე. ეხლა არ უნდათ გაგიჟებული მშობლების ტალღა !”- წერს სიჭინავა.