ჯანმო სახელმწიფოებს მოუწოდებს, პანდემიის დროს დეზინფორმაციის წინააღმდეგ იმოქმედონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ჯანმრთელობის შესახებ მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

 

„მოვუწოდებთ მედიას, ტექნოლოგიურ კომპანიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მკვლევრებსა და ხალხს ხელი შეუშალონ ინფოდემიის გავრცელებას, რადგან ახლა, როგორც არასდროს, სიმართლეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისევე, როგორც Covid-19-ი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ჭორები, ტყული და დეზინფორმაცია ასევე ვრცელდება“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

“იმედი”