ლევან ჩაჩუა: ვიწყებთ ბრძოლას ფსევდოლიბერალური სახელმწიფო მართვის სისტემის წინააღმდეგ!

“ქართული იდეას” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა სოციალურ ქსელში არჩევნების თემას ეხმაურება და გზავნილს ავრცელებს:

 

საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ მამულიშვილებს!

„ქართული იდეა რომ განხორციელდეს, უნდა გაერთიანდეს სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების ძალისხმევა“
ილია II

ვიწყებთ ბრძოლას ფსევდოლიბერალური სახელმწიფო მართვის სისტემის წინააღმდეგ! ყველა კანონი და ნორმა ქართველი ერის ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს!

„ქართული იდეა’’-ს 2020წლის საარჩევნო პროგრამის ძირითადი ასპექტებია:
• კონსტიტუციის 52-მუხლის მე-2 პუნქტში ”რეფერენდუმის გზით კანონის მიღების, ან გაუქმების წესის” აღდგენა;
• არსებული სახით წარმოდგენილი ანტიდისკრიმინაციული კანონის, მშობლებზე შვილების ჩამომრთმევი იუვენალური (ფაშიზმის) იუსტიციის და ე.წ. ბავშვთა უფლებების კოდექსის გაუქმება;;
• აბორტის, ნარკოტიკების და პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე უარის თქმა;
• ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა. მიწის, წყლის, ტყისა და სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გასხვისებაზე უარის თქმა. უკანონოდ გასხვისებული წიაღისეულის და ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია;
• 1992 წლიდან დღემდე სამართლიანობის აღდგენის მკაფიო სამოქმედო გეგმა;
• სოფლის შენარჩუნების (განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში) და სოფლის აღორძინების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის დაზღვევა (აშშ, იაპონიის მაგალითზე) და სუფსიდირება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, მისი რეკლამირებისა და ქვეყნის გარეთ რეალიზაციის მხარდაჭერა. შიდა სამომხმარებლო ბაზარზე უცხოეთიდან იმპორტირებული (ხშირად მდარე ხარისხის) პროდუქციის ჩანაცვლება ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით;
• მიგრანტების შემოსახლებაზე, მოქალაქეობისა და ბინადრობის მიღებაზე მკაცრი საემიგრაციო კონტროლის დაწესება;
• სააფთიაქო, სამშენებლო, საწვავის და სხვა მონოპოლიების გაუქმება. ოფშორული კომპანიების ხელში არსებული ბიზნესების საკუთრებაში გადასვლის კანონიერების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება;
•ანაკლიის პორტის პოტენციალის მაქსიმალური და სასწრაფო გამოყენება ჩვენი ქვეყნის მსოფლიო დონის ეკონომიკური და სტრატეგიული განვითარებისათვის;
• იმპორტირებული, თუ ადგილობრივი გენმოდიფიცირებული და ფალსიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ უმკაცრესი პოლიტიკის გატარება;
• საგანმანათლებლო პროცესში ეკლესიის ჩართულობის გაზრდა. განათლების სისტემის მაღალ სტანდარტებზე აყვანა, თანამედროვე და ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო სტრატეგიულ პრიორიტეტად დასახვა;
• თავისუფალი, მიუკერძოებელი და კვალიფიციური ჟურნალისტიკის განვითარებისთვის მასმედიის აღვირახსნილობის კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა;
• დაჭაობებული პოლიტიკური ველის გაწმენდის და სუფთა სახეების პოლიტიკაში შემოსვლის მიზნით საარჩევნო სისტემის ძირეული რეფორმირება.
• ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სუფსიდირება;
• ვეტერანებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა;
• სახელმწიფოს მხრიდან სოციალური შეღავათებისა და დახმარების განსაზღვრა ახალდაქორწინებულებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
• ბანკების მიერ მოსახლეობის ძარცვის და ქუჩაში გამოსახლების აღკვეთა;
• დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა;
• გაბერილი ჯარიმების, საურავებისა და გადასახადების გონივრული განაკვეთის განსაზღვრა მოსახლეობის გადამხდელუნარიანობის გათვალისწინებით;
• ღირსეული საპენსიო უზრუნველყოფა;
• ორგზის პარლამენტარობის შემთხვევაში არჩევნებში შემდგომი მონაწილეობის აკრძალვა;
• სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება;
• ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ მოქმედი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი სექტების ფუნქციონირების შეჩერება. შეიარაღებულ ძალებში საყოველთაო გაწვევის კანონში ხარვეზების აღმოფხვრა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდა;
• საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობისა და სულიერ-კულტურული ფასეულობების დაცვა და მოვლა-პატრონობა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე ისტორიული მესაკუთრეობის აღდგენა.
• საქართველოს, როგორც ნარკოტიკების, სათამაშო და სექს-ტურიზმის რეგიონალურ დერეფნად გადაქცევის ნაცვლად, აქცენტის გაკეთება მომლოცველობითი, საკურორტო-ბალნეოლოგიური, საოჯახო ტურიზმის განვითარებასა და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გამართვაზე.

ქართველო ერო, ჩვენ გვამთებს თამარ მეფის ოქროს ხანის შემდგომი პერიოდის კატასტროფული დასასრულის მიზეზების გაანალიზება და გულისხისყოფა, რათა ხელისუფალთა უღმერთობისა და უზნეობის გამო ღვთის რისხვა მთელმა ერმა არ დავიტეხოთ…

გაეცანი ვებ-გვერდს: http://qartuliidea.ge და შემოგვიერთდი!

შეცვალე სისტემა!

შემოხაზე № 44

წყარო