მაია დვალიძე: ამ სამი “ოპოზიციური” პარტიის ადგილზე, გონიერი ხალხი სწორედ ერთადერთ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს

ფეისბუქმომხმარებელი მაია დვალიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში გზავნილს ავრცელებს:

 

საწყენად და საომრად არ ვამბობ, უფრო სინანულით…

გემახსოვრებათ, სიხარულით ვწერდი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთში ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და ეჭვი არ მეპარება მის გამარჯვებაში, რადგან მისი “კონკურენტები” არიან: გია ვოლსკი, ანა დოლიძე, ზურა ჯაფარიძე, ხაზარას ლევან სამუშია და გედევან ფოფხაძე, ანუ ის ხალხი, რომელთაც არანაირი გაშიფრვა არ სჭირდებათ, რადგან წლებია სისტემის პირდაპირი მსახურები არიან!

На изображении может находиться: 1 человек, текст

და რას ვიგებ დღეს???? რაღაც წარმოუდგენელს და ამოუხსნელს!
თურმე, სულ ახლახანს, ანუ მას შემდეგ, ხაზს ვუსვამ (!!!) მას შემდეგ, რაც საინიციატივო ჯგუფისა და ამომრჩეველთა ხელმოწერების გზით დიდუბე-ჩუღურეთში დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, (კიდევ ერთხელ “მას შემდეგ”) ამავე საარჩევნო ოლქში თავის კანდიდატები წამოაყენეს პატრიოტთა ალიანსის სახელით მოასპარეზე კახა ძაგანიას მემარცხენე ალიანსმა,
კახა კუკავას “თავისუფალმა საქართველომ” და ჯონდი ბაღათურიას “ქართულმა დასმა”.
ამ უკანასკნელმა კი, ანუ ჯონდი ბაღათურიამ საკუთარი კანდიდატი ხმამაღლა საერთოდ არ წარადგინა, ანუ არ დაუსახელებია ოფიციალური წარდგენისას და მის მიერ საკუთარი კანდიდატის წარდგენის ამბავი, სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი…

ამ სამი “ოპოზიციურად განწყობილი” პარტიის ადგილზე, გონიერი ხალხი სწორედ ერთადერთ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, რითაც საკუთარ ავტორიტეტსაც გაზრდიდნენ საკუთარი ამომრჩევლის თვალში.

წყარო