“ნაცმოძრაობის” კანდიდატთა სია ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე “ოცნების” – გია ხუხაშვილი

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე “ქართული ოცნების”.

ამასთან, როგორც ხუხაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატთა სიის შეფასებისას განაცხადა, აღნიშნულ სიას პლუსებთან ერთად “სისტემური პარტიული ხარვეზი” აქვს.

“ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით ეს სია საკმაოდ კარგად გამოიყურება. შეიძლება ითქვას, უკეთესად, ვიდრე “ქართული ოცნების” შესაბამისი სია, იმიტომ, რომ ვინ არიან ეს ხალხი, არ ვიცი. შესაბამისად, სავარაუდოდ, მათ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, შეიძლება ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ცნობადობა და პოლიტიკური გამოცდილება მნიშვნელოვანია საერთოდ და მითუმეტეს, საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს” – განაცხადა ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან”.

წყარო: ინტერპრესნიუსი