შოუმენისა და ტელეწამყვანის, ილო ბეროშვილის განცხადებით, ყველაზე ცუდი ქართველი ყოფილი დეპუტატი, აკადემიკოსი გურამ შარაძე იყო.
ეს განცხადება ბეროშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გააკეთა.
წამყვანის კითხვაზე, – ვინ იყო ყველაზე ცუდი ქართველი? ილო ბეროშვილმა უპასუხა:
“ცხონებული გურამ შარაძე!
ეხლა ბოდიში, მაგრამ ცოცხალ ადამიანზე ამას ტყუილად ვერ ვიტყოდი იმის გამო, რომ ის გარდაცვლილია” – განაცხადა ბეროშვილმა.
აკადემიკოსი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის ქუჩაზე მოკლეს.
მოკლულის ოჯახი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებას დღემდე საეჭვოდ მიიჩნევს.
“თვალსაზრისი”