საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე ერთ-ერთმა კანდიდატმა, მომღერალმა ირმა სოხაძემ განაცხადა, რომ არხზე კადრების პრობლემაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაცემის წამყვანებისა და ავტორების უმეტესობა ახალგაზრდები არიან.
„40 წელს ზემოთ არ ზის არც წამყვანი, არც გადაცემის ავტორი… არ შეიძლება, იცით რატომ? ჩვენი მაყურებელი, ძირითადი, მაინც უფრო არის უფროსი თაობა. მე არ მგონია, რომ თინეიჯერები გვიყურებენ, ისინი სხვა რაღაცებით არიან დაკავებული. ამიტომ, ამაზეც უნდა ვიფიქროთ.
ჩემიანს რომ ვხედავ, მე უფრო მჯერა, ვიდრე პირტიტველა, ლამაზ, საყვარელ, მაგრამ ბავშვს, რომლისაც რატომღაც არ მჯერა. არა მგონია, ის იმას აკეთებს და ლაპარაკობს, რაც ჩემთვის საინტერესო და მისაღებია
ერთი სიტყვით, ავტორიტეტები სჭირდება არხს, „ფეისები”, როგორც ზაზა ამბობდა, შენგელია. აი, “ფეისები”, იცით, მე რატომ მგონია რომ მნიშვნელოვანია? იმიტომ, სწორედ, რომ ყურადღება მოიზიდოს მაყურებლის. რაღაცა ისეთი გვჭირდება, რითიც ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მაყურებელი”, – თქვა სოხაძემ.
“რეზონანსი”