საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 54 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1 759 შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის – 5 584 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836. კოვიდ სასტუმროში იმყოფება – 781 პირი.
COVID-19-ის პანდემიას ქვეყანაში 26 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“კურიერი”