საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეიდან ახალი გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებს.
გუშინ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. კანდიდატურა მოხსნა ალექსანდრე ვახტანგოვმა. გენერალური დირექტორობის მსურველი ამჟამად თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე არიან. მაუწყებლის დირექტორს საბჭო 6 წლის ვადით აირჩევს.
ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. მასში რვა კანდიდატი მონაწილეობდა, საიდანაც მეორე ტურში 4 კანდიდატი გადავიდა.
“იმედინიუსი”