პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ჯაფარიძის თქმით, მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები.
“მე რაც ვთქვი იყო ის, რომ სალომე სამადაშვილმა საკითხი ისე დააყენა, რომ მე სიმართლის საუბარს თავი უნდა დავანებო, თუ მე მინდა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ხმები მივიღო. ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პარტიის ხმები, ამ პოზიციაზე ვარ დღესაც და არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი იმიტომ, რომ ბოდიში არაფერზე მაქვს მოსახდელი. ეს თავდასხმები რას ნიშნავს, საერთოდ არ მესმის. თუ რაიმე შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა, ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ტონია, სადაც ის ჩვენ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოიხსენიებს, როგორც პარტიუკებს და პოლიტიკანებს. მე მსგავსი შეურაცხმყოფელი ტერმინი არ გამომიყენებია”, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზურაბ გირჩი ჯაფარიძისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
წყარო: report.ge