ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა – 166 კვლავ აჭარაში გამოვლინდა, 55 იმერეთში, 41 კი თბილისში

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით, დღეს გამოვლენილი covid-19-ის 296 ახალი შემთხვევიდან, უმრავლესობა 166 შემთხვევა აჭარის რეგიონში ფიქსირდება, 55 პაციენტია ინფიცირებული იმერეთის რეგიონში, თბილისში ფიქსირდება 41 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში 18, გურიაში 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვემო ქართლში 3, ხოლო კახეთსა და სამცხე ჯავახეთში გამოვლენილია კორონავირუსის 1-1 ახალი შემთხვევა.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან მძიმეა 19 პაციენტის მდგომარეობა, ხოლო მათგან 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

“რუსთავი2”