ამომრჩეველი ვერ მიხვდა: საკუთარი პარტიის “ლიდერმა” ფაქტიურად ყრუ, ტლუ და უვიც ბრბოდ მოიხსენია, ვინ უფრო უვიცია…?!- რევაზ კილასონია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

 

ადამიანი უვიცი არ უნდა იყოს!!!

ბოლო 3-4 დღეა, ალბათ თქვენც შეამჩნიეთ, რომ ნაცი სამადაშვილი და ნაცი ჯაფარა ერთმანეთს “ლანძღავენ”- თითქოს ნაცმა ჯაფარამ, ნაცი ამომრჩევლები უპატივცემლოდ მოიხსენია.(ვინც არ იცის -ჯაფარა ნაყარმა ოპოზიციამ, მათ შორის ნაცებმაც, საბურთალოში კანდიდატად დააყენეს)

ხოდა ნაცი სამადაშვილი ითათხება-
” შე ასეთო და ისეთო, როგორ ბედავ საკუთარი ამომრჩევლების უპატივცემლოდ მოხსენიებასო, შენ ვინ მიგდიხარ, ჩვენ ნაცებმა, რომ მოვინდომოთ და შენს მაგივრად ჯოხი დავაყენოთ კანდიდატად, უფრო მეტ ხმას მიიღეებსო”.

ხოდა, ამზე ნაცი მხარდამჭერები კომენტარებში წერენ-
” სალომე ძალიან ჭკვიანი ხარ”

და ახლა ვინ უფრო უვიცია-ნაცი სამადაშვილი, რომელმაც ეს წამოაყრანტალა და მართლა უპატივცემლოდ მოიხსენია საკუთარი ამომრჩეველი,

თუ ის ნაცი ამომრჩეველი, რომელიც ვერ მიხვდა, რომ საკუთარი პარტიის “ლიდერმა” ფაქტკურად ყრუ, ტლუ და უვიც ბრბოდ რომ მოიხსენია?! და მიუხედავად ამისა, მაინც უწერს-ჭკვიანი ხარო.

ადამიანი არ შეიძლება იყოს უვიცი, არც “ლიდერი”, არც ხალხი-ეს არ არის ლოგიკური!!!

წყარო