ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი ქართველ ფეხბურთელებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „დინამომ“ მოყვარულის დონის ფეხბურთი ითამაშა, როცა 6:1 ფარერების კუნძულის გუნდთან, „კლაკსვიკთან“ წააგო.
„ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენეს გერმანელებმა და ესპანელებმა. თუ რამე სიმდიდრე არსებობს დღეს ფეხბურთში, ამ ვირუსის დროს, გუშინ, გერმანელებმა და ესპანელებმა აჩვენეს ყველაფერი.
~ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია, რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი — რისთვის? გვინდა ქალაქისთვის, კლუბისთვის თუ მსოფლიო დონის?!
დინამომ უფრო მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა. სამი ბურთი შეაგდო პიროვნებამ, რომელიც მწყემსია, არ უნდა გაგვიკვირდეს მწყემსმა ბურთი რომ შეგვიგდოს.
არწივები გვყავდა ჩვენ საქართველოში და დღეს, კი ახლოსაც ვერ არიან ფეხბურთთან, ინდაურები უფრო მეტი არიან ფეხბურთის ირგვლივ და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამაზე უარესი დაგვემართოს,“- განაცხადა რევაზ ძოძუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დინამომ მატჩი ორი დღის წინ წააგო.
“პრაიმტაიმი”