ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობის გარანტია მივცეთ ერთმანეთს! – პუტინის ინიციატივა ტრამპს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სამართლიანობის პრინციპის და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სთავაზობს შეერთებულ შტატებს, რომ ამერიკამ და რუსეთმა ერთმანეთს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის გარანტია მისცენ. ეს ჩაურევლობა, პირველ რიგში, საარჩევნო პროცესებში ჩაურევლობას გულისხმობს.

კრემლი აქვეყნებს პუტინის განცხადებას “საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში რუსულ-ამერიკული თანამშრომლობის აღდგენის ღონისძიებების კომპლექსური პროგრამის შესახებ“, რომელშიც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, მოხდეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების “გადატვირთვა”.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ შეერთებულ შტატებში უკვე რამდენიმე წელია, მძვინვარებს რუსული “ტროლების” საარჩევნო პროცესში ჩარევის და სხვა “შეთქმულების თეორიები”. ამერიკელი ლიბერალები პრეზიდენტ ტრამპს ატერორებენ რუსული “ნარატივებით” და არ აძლევენ მას საშუალებას, აშშ-ის ინტერესების შესაბამისად დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობები. იზღუდება სიტყვის თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, სოციალურ ქსელებში. ისტერიის გაღვივების ეს მოდელი გადმოტანილია საქართველოშიც და ამით საქართველოს ინტერესები განსაკუთრებით ზარალდება.