ირანში განმეორებითი კარანტინი გამოცხადდება …

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის ბრძანებით, კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის შეჩერების მიზნით, ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში კარანტინი გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

”ჩვენ იძულებულნი ვართ გავაძლიეროთ რეგულაციები და ზედამხედველობა” – განაცხადა როუჰანმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ირანში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა და ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 439,882-ს აღწევს.

წყარო: bfm.ge