კარანტინში გარდაცვლილი პირის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-მ თელავის საკარანტინე სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ განცხადება გაავრცელა.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

“ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ქალაქ თელავში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი”, – აცხადებენ შსს-ში.

გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით.

წყარო: report.ge