ლონდონში, პოლიციის ოფისთან სამართალდამცავი მოკლეს

ლონდონის სამხრეთ ნაწილში, პოლიციის განყოფილებასთან სამართალდამცავი მოკლეს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, პოლიციელი დაკავებულმა მოკლა, როდესაც სამართალდამცავს ის განყოფილებაში გადაჰყავდა.

პოლიციელის მკვლელობის შემდეგ, 23 წლის ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი სამართალდამცავი 54 წლის მეტ რატანაა, რომელიც 1991 წლიდან პოლიციაში მსახურობდა.

წყარო: itv.ge