ქეთა თოფურია რუს ბიზნესმენზე ოფიციალურად დაინიშნა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია რუს ბიზნესმენ და დიპლომატ ლევ დენგოვზე დაინიშნა.

ამის შესახებ ჭორები სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქეთამ “ინსტაგრამზე” სურათი გამოაქვეყნა, რომელშიც მისი ნიშნობის ბეჭედი ჩანს. თუმცა, მომღერალმა არსებული ჭორები მხოლოდ დღეს დაადასტურა.

ქეთა თოფურიას განცხადებით, იგი უკვე ორი თვეა დანიშნულია და ქორწილისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ქეთა თოფურიას ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ურთიერთობა ცნობილი ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში გახდა.

წყარო: cyc.ge