საქართველომ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. ინციდენტობის მაჩვენებელი ზღვარს გასცდა და 5,5 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი მაჩვენებლების შედეგად, ქვეყანა ე.წ. COVID შუქნიშნის მიხედვით ყვითელ ზონაში გადავიდა.
შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. COVID-19-ით გარდაცვლილია 27 პაციენტი.
“რუსთავი2”