შატილის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტიდან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთმა კლინიკა დატოვა.

როგორც ლალი ტურძელაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, დანარჩენი ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

 

“ინტერპრესნიუსი”