უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

 

„სამხედრო თვითმფრინავმა Ан-26-მა კატასტროფა დაშვებისას განიცადა. ეკიპაჟის გარდა თვითმფრინავში უკრაინის საჰაერო ძალების ხარკოვის უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდნენ. სულ თვითმფრინავში 28 ადამიანი იმყოფებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორი გადარჩენილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

“იმედი”