უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 27 ადამიანი იმყოფებოდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 დაღუპულის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაღუპულა რიცხვი 25-ია, ორი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი კუჩერმა განაცხადა, კატასტროფამდე მფრინავმა გააგზავნა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მარცხენა ძრავი დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი დღეს ხარკოვში ჩასვლას გეგმავს.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. Antonov-26-მა კატასტროფა ხარკოვის რეგიონში განიცადა. დაღუპულთა უმეტესობა ივან კოჟედუბას სახელობის საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები არიან.

 

“ინტერპრესნიუსი”