აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის შედეგად, გორანბოის მიმართულებით, მუროვის სიმაღლე აიღეს – ამის შესახებ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამან საშუალება მისცა აზერბაიჯანელ სამხედროებს, რომ კონტროლი მოეპოვებინათ სომხეთის ქალაქ ვარდენისსა და მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ აღდერეს დამაკავშირებელ გზაზე.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ხელს შეუშლის სომხეთიდან ყარაბაღში დამატებითი სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებას. სამინისტროში აქვე აღნიშნავენ, რომ „ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება“.
“აიპიენი”