რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტენსიურ დიალოგებს მართავს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რათა უბიძგოს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარეშემო სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით სერგეი ლავროვი ინტენსიურ კონტაქტებს მართავს მხარეებთან, რათა უბიძგოს ცეცხლის შეწყვეტისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპრაკებების დაწყებისკენ“, – განცხადა ზახაროვამ.
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა სომეხ კოლეგასთან.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
“1 arxi”