რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას

აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთის ძალადობრივმა ქმედებებმა აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Twitter-ზე დაწერა, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით დგას და წუხს საერთაშორისო საზოგადოების „ორმაგი სტანდარტების გამო“, რომელიც „სომხეთის აგრესიას არ გმობს“.

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

“იმედი”