სომხეთის საგარეო უწყება – აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.

 

სომხეთში ამტკიცებენ, რომ დარტყმების სამიზნე „მშვიდობიანი დასახლებული პუნქტებია“. მათ შორის სტეპანაკერტიც.

​„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის აგრესიას“, – აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში.

სომხეთის პრემიერ მონისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ „სომხეთის არმია მოწინააღმდეგის შეტევას წარმატებულად იგერიებს“.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.

“1არხი”