სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა თქვას უარი იმ აგრესიაზე, რომელიც რეგიონს ცეცხლში გახვევს- თურქეთის თავდაცვის მინისტრი

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუს აქარი სომხეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია აზერბაიჯანთან მიმართებით.

 

„სომხეთის აგრესიული პოზიცია წარმოადგენს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად კავკასიაში. მან დაუყოვნებლივ უნდა თქვას უარი იმ აგრესიაზე, რომელიც რეგიონს ცეცხლში გახვევს“ , – ნათქვამია მინისტრის დღევანდელ განცხადებაში.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს და გმობს სომხეთის ბოლო ქმედებებს აზერბაიჯანში.

“აიპიენი”