სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.
„არცახის თავდაცვითი ძალები წარმატებულად უწევენ წინააღმდეგობას თავდასხმებს და მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას დიდი ზიანი მიაყენეს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამ მომენტისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 370 ჯარისკაცი, 22 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკის 10 ერთეულია განადგურებული.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
“იმედი”