აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა ამოქმედდა

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

 

საომარი მდგომარეობის შესახებ დადგენილებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული სომხეთშიც.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

“1არხი”