ფეისბუქ-მომხმარებელი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში გზავნილს ავრცელებს:
— დ ე გ რ ა დ ა ც ი ა —
საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ფიქრი ოცნების სფერო იყო ჩემ სიყმაწვილეში, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ეს ოცნება ბიძგვინას ბნელი საქართველოს სახით ახდებოდა და ე.წ. ,,დამოუკიდებელ საქართველოში” უწიგნურებს, აფერისტებს, კორუმპირებულებს, გაუმაძღრებს, სექს – ავადმყოფებს და უნიჭოებს დარჩებოდათ ასპარეზი. იმ ჩემი სიყმაწვილის საქართველოში დღევანდელ ვაქჰანალიას კომედიური ჟანრის ნაოცნებარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ნორმალური ადამიანი. ეს საგანგაშო დეგრადაციაა, მაგრამ ბნელი საზოგადოება მას პროგრესად აღიქვამს და ესაა სწორედ დეგრადაციის უპირველესი ნიშანი. არადა როგორი მიუსაფარია ერი, რომელიც საკუთარ მდგომარეობასაც კი ვეღარ ხვდება უკვე…
გურამ ქართველიშვილი