კრემლი: მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის სერიოზული შეშფოთების საბაბია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

„მივიჩნევთ, რომ საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, კონფლიქტის დარეგულირებამ კი პოლიტიკურ-დიპლომატიურ ჩარჩოში გადაინაცვლოს“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

„მოვუწიდებთ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და სამხედრო მეთოდებზე უარის თქმისკენ“,- განაცხადა პესკოვმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

“imedi”