ნიუ-იორკში როკფელერების საგვარეულო სახლი $11,5 მილიონად იყიდება

აშშ-ში, ნიუ-იორკში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძვირეს ქუჩაზე, მეხუთე ავენიუზე როკფელერების ოჯახის სახლი იყიდება.

 

ამის შესახებ Bloomberg წერს. უძრავი ქონება $11,5 მილიონადაა შეფასებული.

მეხუთე ავენიუზე მდებარე 812 სახლი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნელსონ როკფელერს ეკუთვნოდა, რომელსაც ეს თანამდებობა გასული საუკუნის 70-იან წლებში ეკავა. ნელსონი აშშ-ში პირველი მილიონერის ჯონ როკფელერის შვილიშვილია. ოჯახის ამ სახლში 60 წელი ცხოვრობდა.

სახლის ფართობი 317 კვადრატული მეტრია, მე-15 სართულზე მდებარეობს და იქ 4 საძინებელია განლაგებული.

ლოტი გასაყიდად მაშინ გამოიტანეს, როცა მანჰეტენი ცარიელდება და ადამიანები ნიუ-იორკს პანდემიის გამო ტოვებენ. უძრავი ქონების აგენტების განცხადებით, 2020 წლის აგვისტოში, ბაზარზე მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო. თუმცა ამავე დროს საგულისხმოა, რომ სახლი ცნობილ გვარს ეკუთვნოდა, რაც მყიდველის ინტერესს გამოიწვევს.

“იმედი”