გარდაცვლილ ქალს ქრონიკული თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მათ შორის გულის ქრონიკული უკმარისობა

დღეს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა სამით გაიზარდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, 65 და 70 წლის მამაკაცები 4 კრიტიკულ პაციენტს შორის იყვნენ. მათ ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტი და ერთ-ერთ მათგანს – მიკრო ინფარქტი გადატანილი.

თბილისში კი მიხაილოვის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 58 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც ქრონიკული თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

“დღეს გამთენიისას გარდაიცვალა 58 წლის ქალბატონი. მასთან ერთად სხვა გარდაცვლილი პაციენტი არ არის, მაგრამ მძიმე პაციენტები კლინიკაში რჩებიან. ამ ქალბატონს ჰქონდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები. დაახლოებით 2 წლის წინ მას აქვს გარკვეული ოპერაციული ჩარევა ჩატარებული გულზე,” – აცხადებენ მიხაილოვის საავადმყოფოში.

 

“რუსთავი2”