პარლამენტში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში განათლების კომიტეტი „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, სკოლებში ექიმის ინსტიტუტი სავალდებულო წესით დამკვიდრდება.

სამედიცინო პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. კანონპროექტით საქართველოს განათლების სამინისტრომ სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება ყველა სკოლაში 2022 წლის 15 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს.

 

“იმედინიუსი”