სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ტელეფონით ესაუბრა.
ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.
ორი ქვეყნის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ნიკოლ ფაშინიანმახაზი „თურქეთის მიკერძოებულ-აგრესიულ პოზიციას“ გაუსვა ხაზი. მაკრონმა კი შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვის გამო და განაცხადა, რომ კონფლიქტის არეალის გაფართოება დაუშვებელია.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დღეს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
“იმედი”