ყურადღებით ვაკვირდებით, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა დაპირისპირების შეჩერება_ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

 

„ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მისი შეჩერება,“ – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარებული მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

“აიპიენი”