საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სოსო გიორგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძის გადადგომის შემდეგ, 1-ლი ოქტომბრიდან, სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში საჯარო სერვისების მიმართულების კურატორი იქნება“ – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

“იმედინიუსი”