საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით, გარდა აჭარისა, 12 ოქტომბერს განაახლებენ მუშაობას, ხოლო უმაღლესი სასწავლებლები მეცადინეობებს აუდიტორიებში – 19 ოქტომბერს, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე.
ასევე პირველი ოქტომბრიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. გამონაკლისია აჭარის რეგიონი.
ამასთან, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ბავშვებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს უზრუნველყოფილი იქნება, აღნიშნა მინისტრმა.
აუდიტორიებში დაბრუნდებიან სტუდენტებიც – 19 ოქტომბრიდან აჭარის გარდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში აღდგება სწავლა. ეს ეხება პროფესიულ სასწავლებლებსაც.
“სპუტნიკი”