თურქეთის თავდაცვის მინისტრი – მოვითხოვთ, სომხეთმა სხვა ქვეყნებიდან გადაბირებული მებრძოლები და ტერორისტები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უკან გაიყვანოს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუს აკარი აცხადებს, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის მიწებიდან შეიარაღებული ძალები უნდა გაიყვანოს.

 

„მეტიც, სომხეთმა სხვადასხვა უცხო ქვეყანიდან გადაბირებული მებრძოლები და ტერორისტები უკან უნდა გაიყვანოს, ჩვენ ამას მოვითხოვთ,“- აღნიშნა ჰულუსი აკარმა.

ცნობისათვის, მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დაღუპულ წარმომადგენლებს შორის, სირიიდან და შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან სომეხი წარმოშობის დაქირავებული მებრძოლების ცხედრები აღმოაჩინეს.

“აიპიენი”