თურქეთმა აზერბაიჯანში ჩრდილოეთ სირიიდან 4 000 მებრძოლი გაგზავნა- სომხეთის ელჩი რუსეთში

სომხეთის ელჩი რუსეთში ვარდან ტოგანიანი ირწმუნება, რომ თურქეთმა აზერბაიჯანში ჩრდილოეთ სირიიდან 4 000 მებრძოლი გაგზავნა.

 

აღნიშნულის შესახებ ტოგანიანი „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„ეს არის მებრძოლების გადასროლა. აზერბაიჯანში ჩრდილოეთ სირიიდან დაახლოებით 4 000 მებრძოლი გააგზავნეს,“- აღნიშნა ტოგანიანმა.

ტოგანიანის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე უარყოფს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ხიკმეთ გაჯიევმა განაცხადა, რომ ეს ჭორი სომხური მხარის კიდევ ერთი პროვოკაციაა.

„ჭორები სირიიდან აზერბაიჯანში მებრძოლების განთავსების შესახებ სომხური მხარის კიდევ ერთი პროვოკაცია და სრული სისულელეა“, – აღნიშნა გაჯიევმა.

“აიპიენი”