მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძის ადვოკატი, პენიტენციურ დაწესებულებაში ფურცხვანიძის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ განცხადებას აკეთებს.
ნოდარ მესხის განცხადებით, ბრალდებული ქრონიკული დაავადების მქონე პირია და ინტენსიურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს. უფლებადამცველი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სასამართლოს ფურცხვანიძის კლინიკაში გადაყვანის შესახებ შუამდგომლობით მიმართოს.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია, იგი ქრონიკულად დაავადებულ პირს წარმოადგენს, რომელსაც ექიმის მკურნალობა სისტემატურად ესაჭიროება. ბოლო სამი თვის მანძილზე ის განსაკუთრებული სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. შეიძლება ჩვენ მივმარტოთ შესაბამის კომპეტენტურ დაწესებულებას, მისი კლინიკაში გადაყვანის თაობაზე,”- განაცხადა დავით ფურცხვანიძის ადვოკატმა ნოდარ მესხმა.
“რუსთავი2”