თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთო გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა.
„არსებობს ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი – სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება,“- აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა სურს და ის აზერბაიჯანის გვერდით დგას.
„ჩვენ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვსურს. აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან,“- აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
“აიპიენი”