აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო – სომხეთის არმიის პოლკი მთლიანად გავანადგურეთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის არმიის მესამე მოტომსროლი პოლკი, რომელიც მთიან ყარაბაღში იყო დისლოცირებული მთლიანად გაანადგურეს.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვაგიფ დარგიაჰლიმ განაცხადა, რომ აღნიშნული პოლკი მთლიანად განადგურებულია და სომხური მხარე გარდაცვლილებისა და დაშავებულების ევაკუაციისთვის დახმარებას ითხოვს.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო, რის შედეგადაც ათობოთ ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

“აიპიენი”