საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 29 სექტემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება, – ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად ნატო-ს სათაო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა.
შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი, რომელიც ნატო-ს ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
“ინტერპრესნიუსი”