იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ საცეცხლე გამანადგურებელი საშუალებები და ფართო რადიუსის სამხედრო ტექნიკა- სომხეთის თავდაცვის უწყება

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იძულებული იქნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის მსვლელობისას, ფართო რადიუსის განადგურების იარაღი გამოიყენოს, -ამის შესახებ უწყების პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა.

 

„თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებას ავრცელებს, როლის თანახმადაც სომხეთის შეიარაღებული ძალები იძულებული იქნება გამოიყენოს საცეცხლე გამანადგურებელი საშუალებები და ფართო რადიუსის სამხედრო ტექნიკა, რომელიც განკუთვნილია ცოცხალი ძალის, მოძრავი და უძრავი ქონების, სამხედრო ტექნიკის დიდ ფართობებზე განადგურებისთვის“, – განაცხადა სტეპანიანმა.

მისი თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ აზერბაიჯანის ჯარი იყენებს მძიმე საბრძოლო სისტემებს, მსხვილკალიბრიან არტილერიას, დანადგარ „სმერჩს“. ეს ცვლის საბრძოლო მოქმედებების ლოგიკასა და მასშტაბებს“, – განაცხადა პრესმდივანმა.

“აიპიენი”